სწავლე საქართველოსთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები მიმართულია ზოგადიგანათლების სისტემის განვითარებისა და საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. მიუხედავადიმისა, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, ერთ-ერთ პრობლემად კვლავ რჩება კვალიფიციური კადრებისმოზიდვა საქართველოს შორეული და მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში. არის შემთხვევები, როცა სკოლას არჰყავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის მასწავლებელი, ან საგანს ასწავლის არა სპეციალისტი.არსებულ ვითარებას ადასტურებს შეუვსებელი ვაკანსიები, რომლებიც რეგულარულად ქვეყნდება მასწავლებელთავაკანსიების ვებ-გვერდზე (www.teacherjobs.ge) და ფიქსირდება პროგრამის მონაცემთა ბაზაში. ასეთი სიტუაცია, ბუნებრივია,არ უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე.
პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული კონსულტანტ-მასწავლებლები ნაწილდებიან საქართველოს საჯაროსკოლებში შესაბამისი ვაკანსიების შესავსებად. კონსულტანტ-მასწავლებლები სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით,ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით და სკოლაში კონკრეტული საგნის სწავლების საჭიროებიდან გამომდინარე,შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს მოამზადებენ ანგარიშს სწავლა-სწავლებისპროცესის მიმდინარეობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების შესახებ. კონსულტანტ-მასწავლებელმა უნდაგამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები. მას შესაძლებლობა ექნება, მუდმივად მიიღოს ინფორმაცია ცენტრისმიერ განხორციელებული პროგრამების/აქტივობების და მასწავლებლის პროფესიაში არსებული სიახლეების შესახებ.მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სკოლაში სიახლეების დანერგვას. პროგრამის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლებისკოლებში დასაქმდებიან სულ მცირე ერთი აკადემიური წლით და ამ პერიოდის განმავლობაში იზრუნებენ სკოლებშისწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე.
მიზნები და ამოცანები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები მიმართულია ზოგადიგანათლების სისტემის განვითარებისა და საჯარო სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლებისკენ. საქართველოში საჯაროსკოლის ნებისმიერი მოსწავლისთვის, მიუხედავად იმისა, დედაქალაქში სწავლობს იგი თუ მაღალმთიანი რაიონისსოფელში, ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მასწავლებელთა პროფესიონალიზმიდა მოტივაცია გადამწყვეტია.
მასწავლებელთა ნაკლებობა ფიქსირდება, როგორც მაღალმთიან რაიონებში, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებშიც.მასწავლებლის დეფიციტს განიცდიან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.
არსებული ვითარების პრევენციისა და სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა პროგრამა„ასწავლე საქართველოსთვის“, ვინაიდან, სწორედ, განათლება შეიძლება იყოს მიგრაციის შემცირების ერთ-ერთიმნიშვნელოვანი ფაქტორი და ასევე უკეთესი მომავლის საწყისი. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ განათლების ხარისხისმქონე საზოგადოება უფრო მეტად არის სოციალურად ორიენტირებული, რაც სხვა სიკეთეებთან ერთად, საყოველთაოგანათლების სისტემის გაუმჯობესების ერთ-ერთი წინაპირობაა.
პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლებისმიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.
პროგრამის ამოცანები: კვალიფიციური კადრების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესება, შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე მოზიდვა დადასაქმება; მასწავლებლებისთვის განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობისა და სწავლა-სწავლებისთანამედროვე მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენების პროცესის ხელშეწყობა; მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა; ადგილობრივი თემის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა.
პროგრამაში ჩართული მასწავლებლების მომზადება და პროფესიული განვითარება
სწავლა-სწავლების პროცესის მაქსიმალურად ხარისხიანად წარმართვის მიზნით, მასწავლებლებს უტარდებათსპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგ-კურსები პედაგოგიურ უნარ-ჩვევებში, ინფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნოლოგიებსა და ზოგადი განათლების საკითხებში:
გაკვეთილების სტრატეგიული დაგეგმვა; სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართვა; მოსწავლეებთან,კოლეგებთან,თემთან ეფექტური კომუნიკაცია; კლასის მართვა და მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა; პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი მოგვარების გზების დასახვა; საკუთარი პროფესიული საქმიანობის შეფასება; პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და სხვა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს კონსულტანტ-მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროგრამის საწყის ეტაპზე პედაგოგებისთვის ტრენინგების ჩატარება, არამედ მათი რეგულარული ჩართვა სხვადასხვა ტრენინგსა და პროექტში. ამისთვის ეწყობა სამუშაო შეხვედრები. მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, ცვლიან ინფორმაციებს, ერთად სახავენ გზებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს; ჩატარებული ტრენინგები ისეთ საკითხებსაც მოიცავს, როგორიცაა, მასწავლებელთა თვითშეფასება - მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში; სასწავლო პრაქტიკის კვლევა; სასწავლო რესურსების შემუშავება; კლასის მართვა, სწავლებისა და სწავლის ეფექტური მეთოდები, კოლეგებთან და მშობლებთან თანამშრომლობა. ტრენინგების მონაწილეები მსჯელობენ, რა პროფესიულ ცოდნას უნდა ფლობდეს პედაგოგი ცოდნის პრაქტიკაში ეფექტური გამოყენებისთვის.
საქართველოს რეგიონები
აჭარა (შუახევი, ხულო, ხელვაჩაური)
გურია (ჩოხატაური)
იმერეთი (ჭიათურა, სამტრედია, ტყიბული, წყალტუბო)
კახეთი
მცხეთა-მთიანეთი (დუშეთი, ყაზბეგი)
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სამეგრელო (ონი, ამბროლაური, ცაგერი)
სამეგრელო და ზემო სვანეთი (მესტია, მარტვილი, აბაშა)
სამცხე-ჯავახეთი (ახალქალაქი, ადიგენი, ბორჯომი, ნინოწმინდა)
ქვემო ქართლი (წალკა, ბოლნისი, დმანისი, მარნეული)
შიდა ქართლი (კასპი, ქარელი)
|
|
No comments:
Post a Comment